მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მე და ივანიშვილი სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მსოფლმხედველობა ისევე განსხვავდება პრემიერმინისტრ ივანიშვილისგან, როგორც რუსეთის პრეზიდენტ პუტინისგან. როგორც სააკაშვილმა რიყის პარკის ამფითეატრის შენობაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მას საქართველოს თავისუფლება სურს.

"პუტინისთვის მე არც დედა მიგინებია ოდესმე და არც სხვა რამ. მე მინდა თავისუფალი საქართველო, პუტინს – არა. ივანიშვილმა თქვა, რომ მინდა საზოგადოება, რომელსაც მე ვმართავ უკნიდან, ზემოდან. მე კი მინდა საზოგადოება, რომელიც იქნება თავისუფალი და თვითონ მართავს თავის თავს. როგორც პუტინთან არის ჩემი ხედვა შეუსაბამო, ისევე ვერასოდეს ვერ შეუთანხმდება ჩემი ხედვა ივანიშვილს. მე და პრემიერმინისტრი ივანიშვილი სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ, უფრო სწორად, მე ამ პლანეტიდან და ამ ქვეყნიდან ვარ. მე მწამს თავისუფლების და მწამს საქართველოს მომავლის", - განაცხადა პრეზიდენტმა და თქვა, რომ ამ ხედვას ალტერნატივა არ აქვს.

"მომავალში სხვა იქნება ჩემს ადგილზე, ააფრიალებს თავისუფლების დროშას და საქართველოს წარსულის გადმონაშთებიდან სამშვიდობოს გაიყვანს. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, დაიწყო ამ არჩევნებისთვის, მაგრამ გაგრძელდება არჩევნების შემდეგ. ყველაფერი წინ არის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მსურს გავაკეთო ძალიან რადიკალური განცხადება. ზოგის თავში ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა. ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იზამს, ვისაც თავში აუვარდება, საქმეს დამართებს, თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს. ოცნებიანი ძლიერ ზარმაცია, ამასთანავე მსუნაგი და უეჭველად ღარიბი, ღიად ღარიბია და თავდაპირველად გამდიდრებაზე ოცნებობს. უკეთ რომ ვთქვათ, იმაზე, კარგია იმაზე სიმდიდრე. ამიტომ, თავი და ბოლო ოცნების, ფიქრისა არის - ახ ნეტავი არის. ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, იმიტომ, რომ ოცნება, ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს. ეს არ არის ჩემი განცხადება და ამას ნაწილობრივ ვემიჯნები კიდეც. ეს არის დიდი კლასიკოსი ქართველი, ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველა ოცნებაზე, ქართულ ოცნებაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები