ფოკუსი

მოლოდინები ვილნიუსის სამიტისგან/ საარჩევნო გარემო და მედია

ნოემბრის მოახლოებასთან ერთად ვილნიუში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ვისლნიუსის სამიტი იყო მთავარი თემა დღეს ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც - საქართველოს პრემიერი შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების თავიდან აცილება და პარალელები უკრაინასთან, რუსეთის ზეწოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები - ეს იმ ძირითად საკითხთა ჩამონათვალია, რაზეც პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. რა იყო მთავარი გზავნილები და რა პირობებს უყენებს საქართველოს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, თუ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა სურს - ამ საკითხებზე ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი ბარამიძეს ვესაუბრით.

გადაცემის მეორე ნაწილში - საარჩევნო გარემო და მედია. როგორ აშუქებენ ტელევიზიები, ბეჭდური პრესა თუ ონლაინ მედია საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ კამპანიას. არის თუ არა ცვლილებები გასული არჩევნების შემდეგ - რას აჩვენებს მონიტორინგის შედეგები, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ტარდება - ამ თემაზე პროექტის მონაწილეებთან ვისაუბრებთ. გვიყურეთ ტაბულას ეთერში, საღამოს ათ საათზე, გადაცემაში - ფოკუსი.

კომენტარები