რა კითხვებს აჩენს და რა რისკები უკავშირდება დაანონსებულ საპენსიო რეფორმას?
საქართველოს მთავრობა რეფორმის ერთ-ერთ მიზნად დაგროვებითი პენსიის სისტემაზე გადასვლას აცხადებს. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე აქტიური მუშაობის პერიოდში თავის საშემოსავლოდან გამოყოფს განსაზღვრულ თანხას საპენსიო ფონდისთვის, რომ გარანტირებულად მაღალი პენსია ჰქონდეს.
უზრუნველყოფს თუ არა ეს სისტემა მაღალ პენსიას? ვის დააწვება ტვირთად სავალდებულო შენატანები - დამსაქმებელსა, თუ დასაქმებულს? სად აკუმულირდება თანხები და ვინ მართავს მას - სახელმწიფო, თუ კერძო ფონდი? ვინ იღებს პასუხისმგებლობას რისკებზე?




