მალე საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად, ახალი პრემიერიც ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი პოსტიდან გადადგომის თარიღს აზუსტებს. გამოცემა ფრანს პრესთან საუბარში მთავრობის ჯერ კიდევ მოქმედი მეთაური ამბობს, რომ ის პრემიერის თანამდებობას 24 ნოემბრამდე დატოვებს. ოპონენტები ივანიშვილს პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვის სურვილსა და პასუხისმგელობისგან გაქცევაში ადანაშაულებენ. ეს მაშინ, როდესაც ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია, წინასაარჩევნოდ აღებული სოციალური ვალდებულების შესასრულებლად კი მთავრობას ნახევარ მილიარდამდე ვალის აღება უწევს. მსგავს კრიტიკაში ლოგიკას ვერ ხედავს თავად პრემიერი.
რა პროცესებს უნდა ველოდოთ სულ რაღაც ერთ თვეში - პრემიერი ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ დიდი ალბათობით, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება. რატომ მიდის ივანიშვილი თანამდებობიდან, რას წერს საერთაშორისო პრესა მის გეგმებზე; რა მოხდება, თუ პრეზიდენტის ვინაობის გასარკვევად არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, - დებატები ამ საკითხებზე მოისმინეთ ტაბულას ეთერში




