აბაშაში მომხდარი ინციდენტი

იმერლიშვილი: აბაშაში მომხდარი ინციდენტი არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობაა

financial.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი აბაშაში გუშინ მომხდარ ინციდენტს არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, გუშინ ღამით, აბაშაში საქართველოს პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი დავით დარცმელიძე თანმხლებ პირებთან ერთად სახლში მიუვარდა ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი გვილავას და ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

იმერლიშვილის ინფორმაციით, გვილავამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

"კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ ნაციონალური მოძრაობა საარჩევნოდ დისკრედიტაციას ცდილობს. გვინდა განვაცხადოთ, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება უპრეცედენტო, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები. ნაციონალურ მოძრაობას უჭირს გააცნობიეროს, რომ მოძალადე რეჟიმმა 1-ლ ოქტომბერს კრახი განიცადა. მათი ზოგიერთი წევრი ძველი მეთოდებით აგრძელებს ბრძოლას. ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ყველა მივიდეთ 27-ში არჩვენებზე და ქართველი ხალხის საბოლოო ვერდიქტი "არა ნაციონალურ მოძრაობას" დოკუმენტურად გააფორმონ", - თქვა იმერლიშვილმა.

კომენტარები