სამეგრელოში ბავშვის გარდაცვალება

წალენჯიხის რაიონში ბავშვის გარდაცვალებაში მშობლები ექიმებს ადანაშაულებენ

radiotavisupleba.ge

წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვმა რკინის ნივთი, სავარაუდოდ, ლურსმანი გადაყლაპა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა ზუგდიდის საავადმყოფოში. ექიმების თქმით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და სახლში გაუშვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სახლში მიყვანის შემდეგ, ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

მშობლები ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.

კომენტარები