Greenberg Quinlan Rosner Research

GQR: ელექტრონული მიმოწერა ნაყალბევია და ის არ ეკუთვნის ჯერემი როზნერს

როზნერი
როზნერი / http://gqrr.com/

ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Greenberg Quinlan Rosner Research თაღლითობას უწოდებს ორი საიტის მიერ გამოქვეყნებულ ელექტრონული ფოსტის "სქრინშოტებს", რომლებიც თითქოსდა ასახავენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიასა და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის, ჯერემი როზნერის მიმოწერას. როგორც კვლევითი ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი:

"ცოტა ხნის წინ ორმა ვებ-საიტმა გამოაქვეყნა ელექტრონულ ფოსტაზე გამოგონილი მიმოწერა, მტკიცებით, თითქოსდა ის ეკუთვნოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და ჯერემი როზნერს „Greenberg Quinlan Rosner"-დან. GQR მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა გამოკითხვებს პრეზიდენტი სააკაშვილის კაბინეტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, მაგრამ მოცემული Email მიმოწარა თაღლითობაა და მასში არაფერია ისეთი, რაც ოდესმე დაუწერია ჯერემი როზნერს ან ვინმეს GQR-დან." - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმოწერაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართები, არ ეკუთვნის არც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და არც ჯერემი როზნერს.

კომენტარები