სიღარიბე და უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო ურთიერთობები, თანამშრომლობა პრემიერთან და პარლამენტთან - ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რაზეც საპრეზიდენტო კანდიდატებმა პირველი არხზე დებატების ფორმატში უპასუხეს. რა პრიორიტეტები და სტრატეგია აქვთ მათ და დებატების ყველაზე საინტერესო ეპიზოდები ნახეთ ფოკუსის პირველ ბლოკში.
არჩევნებზე მეორე ტურის შესაძლებლობაზე და ქართული ოცნების პოზიციაზე მეორე ტურთან დაკავშირებით. ასევე, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობაზე, ძალადობრივ ფონზე - როგორც უმცირესობების მიმართ, ასევე პოლიტიკური კამპანიის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ გედევან ფოფხაძესთან და საპარლამენტო უმცირეობის წევრ ირმა ნადირაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.




