ფოკუსი

პრემიერი და კომუნიკაცია

მორიგი შეხვედრა პრემიერთან - ამჯერად ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების წარმომადგენლები შეკრიბა.
პროგნოზები საპრეზიდენტო არჩევნების წინ და რჩევა გიორგი მარგველაშვილს, მოხსნას კანდიდატურა, თუ არჩევნები მეორე ტურში გადავა, ნაციონალური მოძრაობის გავლენა ევროპარლამენტზე, ვილნიუსის სამიტზე დასწრება-არდასწრების საკითხი, პრეტენზიები ქართული მედიის მისამართით - შეხვედრაზე, რომელიც ტრადიციულად, რამდენიმე საათს გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ და კიდევ სხვა საკითხებზე ისაუბრა.
პრემიერი და კომუნიკაცია - როგორია მისი ურთიერთობის ფორმა მედიასთან და საზოგადოებასთან. ეთანხმებიან თუ არა ივანიშვილის მოსაზრებებს ექსპერტები, რას ფიქრობენ მის დამოკიდებულებაზე საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები - ნინია კაკაბაძე, ქეთი დევდარიანი, ზვიად ქორიძე და რამაზ საყვარელიძე - სტუმრად ჩვენს ეთერში.

კომენტარები