ფოკუსი

სამართლიანობის აღდგენა, თუ პოლიტიკური დევნა?

- ფრანგული გამოცემა Le Monde დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავებას ეხმაურება. "ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, დავით კეზერაშვილი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა რომლიც მიმართაც სამართლებრივი დევნა დაიწყო. ის პრეზიდენტის პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბირთვია. თუ ვანო მერაბიშვილი პარტიის ორგანიზატორი იყო, კეზერაშვილი პარტიის დაფინანსებას უზრუნველყოფდა ბიზნესთან ურთიერთობების კულტივირებით" - ვკითხულობთ სტატიაში. დავით კეზერაშვილის საქმის დეტალების შესახებ ფოკუსში მის ადვოკატს შოთა მინდელს ვესაუბრებით. 

- ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუცია, სადაც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ და საქართველოს ხელისუფლებას მის გათავისუფლებას მოუწოდებენ. გადაცემის მეორე ბლოკში ადვოკატ ოთარ კახიძესთან ერთად ვანო მერაბიშვილის და ყოფილი თანამდებობის პირების სხვა გახმაურებულ საქმეებზე ვისაუბრებთ.

კომენტარები