ორხან ზეინალოვი

რუსეთის ტელევიზიით მკვლელობაში ეჭვმიტანილის ცემის კადრები გავრცელდა

ორხან ზეინალოვი
news.rambler.ru

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით,  25 წლის მოსკოველის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ცემის კადრები გავრცელდა. კადრებში ჩანს თუ როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას რუსი სამართალდამცველები აზერბაიჯანული წარმოშობის ორხან ზეინალოვს და შემდეგ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაჰყავთ, სადაც ეჭვმიტანილს მინისტრის წინაშე წარადგენენ.

მოსკოვში მომხდარ მკვლელობას მასობრივი ანტიმიგრანტული გამოსვლები და არეულობები მოჰყვა. შეტაკებების შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი კი დაკავებულია. მეორე დღეს პოლიციამ საბითუმო ბაზარი ალყაში მოაქცია და ათასზე მეტი მიგრანტი დააკავა.

 აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მკვიდრმა ორხან ზეინალოვმა დაკავების შემდეგ  დანაშაული აღიარა.

კომენტარები