უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას პასუხობს. დღეს მარგველაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გიგა ბოკერიასთან, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანთან, მუშაობას არ აპირებს. ბოკერიას თქმით, ის თავად არ აპირებს აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენას.
”ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, განწყობის სრულ თანხვედრას აქვს ადგილი. მე პირადად არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ თანამშრომლობას არცერთ პოლიტიკურ ფიგურასთან, ვინც არის ქართული ოცნების კანდიდატი ამა თუ იმ პოლიტიკურ თანამდებობაზე. შესაბამისად, არც ბატონ მარგველაშვილთან. ასე რომ, ეს ორმხრივი სურვილია და არავის, არც ბატონ მარგველაშვილს - თუ აირჩევს მას ქართველი ხალხი, არ მოუწევს არაფრის ხელმოწერა, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას ამ ფორმით”, - თქვა ბოკერიამ.





