დიჯეი ფესტივალი ”მოვიდა კორონა”

დიჯეი კონკურსში, ”მოვიდა კორონა” ქართველმა დიჯეიმ, A2k მესამე ადგილი დაკავა

 მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დიჯეი კონკურსში, „მოვიდა კორონა“, ქართველმა დიჯეიმ A2k(ათუკა ედიშერაშვილი) მესამე ადგილი დაიკავა.

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდა: ქვეყნების შიდა შესარჩევი ნახევარფინალი/ფინალი და შემდეგ მსოფლიო ნახევარფინალი/ფინალი.საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსი ბათუმში 26-27 აგვისტოს ჩატარდა. გლობალ ფინალი იბიცაზე, ესპანეთში, 4-6 ოქტომბერს გაიმართა. კლუბ პაჩაში, ერთმანეთს 25 ქვეყანის წარმომადგენელი ეჯიბრებოდა. საბოლოოდ ფინალში ნორვეგია, შვეიცარია და საქართველო გავიდნენ. ქართველმა დიჯეიმ მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს პირველად მონაწილეობდა კონკურსში „მოვიდა კორონა“.

კონკურსი ყოველწლიურად ლუდი „კორონას“ ეგიდით ტარდება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა დიჯეებს მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. რაც შეეხება პრიზს, ქართველი დიჯეი მაიამიში გაემგზავრება და Miami Ultra Music Festival-ში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

კომენტარები