ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრა

დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე სამი ადამიანი დააკავეს

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე,   "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი ადამიანი დააკავეს.

ჯიმშერ კურცხალიძე, ჯემალ ბუაძე და მერაბ გორგაძე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი დავით ბაქრაძესთან ახლოს აპირებდნენ მისვლას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ პირებს საპრეზიდენტო კანდიდატთან მისვლის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მათ დავით ბაქრაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სამივე მათგანი პოლიციის მანქანებში ჩასვა და სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა.

როგორც დაპატიმრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, მათ ბაქრაძესთან შეკითხვები ჰქონდათ გასული 9 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადამიანებისადმი უსამართლო მოპყრობასთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც არ მიეცათ.

კომენტარები