წულუკიანის განცხადება არასრულწლოვანთა სამართალის რეფორმაზე

წულუკიანი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება

თეა წულუკიანი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, სისხლის სამართლის რეფორმის მეორე ფაზაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება - ამის შესახებ სააქრთველოს იუსტიცი - ამის შესახებ სააქრთველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "რედისონში" სისხლის სამართლის რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანმა აღნიშნა რომ, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. "ჩვენ მეორე ფაზა წინ გვაქვს და მნიშვნელოვანი სიახლეა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომლის მიხედვითაც,  ჩვენს ბავშვებს ეკუთვნით, რომ მათ ხელისუფლებამ მისცეს შესაძლებლობა, როდესაც გზას აცდებიან, უკან დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ. ასევე გვეყოლება ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც ეცოდინება,  თუ როგორ შეისწავლონ ბავშვების საქმეები. არასრულწლოვნები არ უნდა ისხდნენ საპატიმროებში დიდებთან ერთად, თუმცა ეს კანონის მიღებამდე სოზარ სუბარმა უკვე გააკეთა" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, იუნისეფს და კიდევ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც რეფორმის მიმდინარეობაში დახმარებას უწევენ ქვეყანას. 

კომენტარები