ვენესუელის პრეზიდენტის ძალაუფლება

ვენესუელის პრეზიდენტი უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს

hangthebankers.com

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნის პარლამენტს უფლებამოსილების გაზრდის თხოვნით მიმართა. მადუროს განცხადებით, გაზრდილი უფლებებით ის უკეთ შეძლებს კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ძალაუფლების გაზრდას მხოლოდ 12 თვის განმავლობაში ითხოვს. მადურომ პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქრთამის აღებას როგორც ოპოზიციური, ასევე საკუთარი პარტიის რიგებში შეებრძოლება და მკაცრ სადამსჯელო ზომებს გამოიყენებს.

მადუროს ოპონენტები შიშობენ, რომ პრეზიდენტი გაზრდილ ძალაუფლებას მათ წინააღმდეგ გამოიყენებს და ამ ყველაფერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან საერთო არაფერი ექნება.

 

კომენტარები