დაკავება ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის აეროპორტში ორი ძებნილი დააკავეს

Police.ge

შსს-მ ქურდობისთვის ძებნილი, 1981 წელს დაბადებული მირზა მ. და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ირაკლი მ. ქუთაისის აეროპორტში დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოში უკრაინის რეისით ჩამოფრინდნენ. ორივე ბრალდებული ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2008 წლიდან იძებნებოდა. სასამართლომ მირზა მ.-ს 4 წლისა და 9 თვის ვადით, ხოლო ირაკლი მ.-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ორივე მსჯავრდებული ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები