ფოკუსი

ვენდოთ თუ არა შსს-ს კრიმინალის სტატისტიკას

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს - მათი მტკიცებით გასული 9 თვის განმავლობაში დანაშაული 5500 - ზე მეტი ერთეულით შემცირდა, წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ შსს-ს მონაცემებს, მოსახლეობის მხოლოდ 11 პროცენტი იზიარებს, ხოლო მესამედი თვლის, რომ დანაშაულმა იმატა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დიამეტრალურად განსხვავებულ სურათს აჩვენებს პროკურატურის სტატისტიკა, რომლის მიხედვითად სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლმა იმატა: მაგალითად, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე წელს ეს მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია.

მომრავლებულ ძალადობრივ დანაშაულზე და არაადეკვატურ სასჯელზე საუბრობენ დამკვირვებლები - რომლებიც წინასაარჩევნო პროცესს ადევნებენ თვალს.

რატომ განსხვავდება ოფიციალური სტატისტიკა მოსახლეობის აღქმისგან და რამდენად ეფექტიანია შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რატომ აქვეყნებს ის არასრულ მონაცემებს, რატომ გახდა პოლიციის უფლებამოსილების გაზრდა საჭირო, თუ შსს-ს არსებული უფლებამოსილების ფარგლებშიც ეფექტიანად ებრძოდა დანაშაულს.

კომენტარები