ნარკოდანაშაული

თბილისში დაკავებულ გერმანელს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

დაკავება ნარკოდანაშაულისთვის
შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ფლორიან რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ფლორიან რ-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ლიზერგინის მჟავით – ე.წ. ელ-ეს-დე-თი გაჟღენთილი 72 მცირე ზომის ფირფიტა ამოიღეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით). აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები