ახალაიას განცხადება

ახალაია: სუბარის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

სოზარ სუბარის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - განაცხადა  შს სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თავის Facebook-გვერდზე.

ახალაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემი დაკავებიდან დღემდე საზოგადოებამ გაიგო არაერთი კანონდარღვევის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ცრუ ბრალდებების შეთითხვნას და ჩემი მრავალი წლით ციხეში გამოკეტვას. მათ შორის, დღეს გამოქვეყნდა კადრები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემი საუბრები ადვოკატებთან, კომისიის წევრებთან და პარლამენტარებთანაც კი სრულიად კონტროლდებოდა და ეს ხდებოდა აბსოლუტურად უკანონოდ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რის გამოც უნდა დადგეს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში. 

კომენტარები