ალექსანდრე იაშვილი

იაშვილი: თუ ნაკ­რებს ჩე­მი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, ვითამაშებ

ალექსანდრე იაშვილი

ბაქოს ინტერის ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა, გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში, სხვა საკითხების გარდა, საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა. თბილისის დინამოს, გერმანული ფრაიბურგის, კარლსრუესა და ბოხუმის ყოფილი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიამ შარშან, სანაკრებო სიიდან ამოიღო და განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავებას გეგმავს, რის გამოც იაშვილისა და ლევან კობიაშვილის გამოძახებას აღარ აპირებს. 

ქეცბაიას ახლახან უთანხმოება მოუვიდა ნაკრების კიდევ ერთ ვეტერან ზურაბ ხიზანიშვილთან, რომელმაც შემდგომში ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულებაზე გააკეთა განცხადება. სეზონის ბოლოს დაასრულებს საფეხბურთო კარიერას ლევან კობიაშვილიც, თუმცა იმის შესახებ, რომ ნაკრებში თამაშს აღარ აპირებს, ფეხბურთელმა 31 მარტს განაცხადა.

იაშვილმა ხიზანიშვილის ნაკრებიდან წასვლაზეც ისაუბრა, საკუთარ თავზე კი განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გუნდიდან წავიდა, მაშინ ითამაშებს, როდესაც ამის საჭიროება იქნება.

"ზუ­რას არ­ჩე­ვან­მა ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს მის­ნა­ი­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტა ჰყავს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას კი­დევ შე­უძ­ლია გუნ­დის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. არცერთი წამით არ ვნანობ, რომ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. სა­ნამ მოქ­მე­დი ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ, თუ ნაკ­რებს ჩე­მი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, ეროვ­ნულ გუნ­დში ყო­ველ­თვის ვი­თა­მა­შებ", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. 

35 წლის იაშვილის თქმით, ფეხბურთელის კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, მაგრამ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯერ არ იცის.

"ამა­ზე ისე­დაც სულ ვფიქ­რობ, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი იმ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ა, რაც კლუბ­თან ერ­თად მაქვს. სე­ზო­ნის ბო­ლოს კი აუჩ­ქა­რებ­ლად გა­დავ­წყვეტ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ სპორ­ტუ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტით. მინ­და, გერ­მა­ნი­ა­ში ბო­ლომ­დე, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლო ეს სფე­რო. მე­რე კი ვნა­ხოთ", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

კომენტარები