ტელეკომპანია იმედი

ტელეკომპანია იმედის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

იმედი

ტელეკომპანია იმედის გენერალურმა დირექტორმა დენ ბეითსმა თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანიის ვებგვერდზე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, არხის სამეთვალყურეო საბჭო და თავად დენ ბეითსი ავრცელებენ.

"ძვირფასო მეგობრებო! სინანულით გვინდა განვაცხადოთ, რომ ბატონი დენ ბეითსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებულია შეწყვიტოს საქმიანობა "ტელეიმედის" გენერალური დირექტორის პოსტზე. თითოეული ჩვენგანი – ერთის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და მეორეს მხრივ, ბატონი ბეითსი მივიჩნევთ, რომ დენ ბეითსის მიერ "ტელეიმედში" გატარებულმა დრომ შეუფასებელი გამოცდილება შესძინა ახლად დაბრუნებული "ტელეიმედის" პირველი წლის საქმიანობას. ამასთან დავძენთ, რომ ბატონი ბეითსი კვლავაც განაგრძობს "ტელეიმედთან" თანამშრომლობას, როგორც ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი",- წერია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები