ნასამართლობის მოხსნა

ბარნოვი: ამ დროისთვის ნასამართლობის მოხსნაზე 700-ზე მეტი განაცხადია შემოსული

www.weeknews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის თქმით, პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნის დამადასტურებელი საბუთების გაცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 700-ზე მეტი განაცხადია შესული.

"საბუთების გაცემა გაგრძელდება, პრობლემა არავის შექმნია. ვულოცავ ყველას, პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნას და ვუსურვებ, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყონ", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ირაკლი ნადირაძის თქმით, გუშინ პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რითაც 18 000-მდე ადამიანს მსჯავრი და ნასამართლობა მოეხსნა. მისივე თქმით, ინდივიდუალური აქტების გაცემა მოხდება. 

"იმ ადამიანებმა, რომლებმაც 19 აგვისტოს შემდეგ შემოიტანეს განაცხადებები, შეუძლიათ დღეს მოვიდნენ და აიღონ პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნის დოკუმენტი, ამონაწერი და საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ მიმართონ შესაბამის უწყებებს", - თქვა ნადირაძემ.

კომენტარები