დეკანოზი დავით ქვლივიძე: კიდევ კითხვებს სვამენ, რატომ გადმოწიეს საზღვრებიო?

ჩვენ გავხდით ძალიან მძიმე სურათის მომსწრე, როდესაც თავდაცვის მინისტრი შეუძღვა ჩვენს ჯარს მეჩეთში, ეს არის საერთოდ... ეს არის კატასტროფა, ეს არის დაღუპვა ამ ადამიანების. ესეთი რამე არ გაუკეთებია არავის, გიორგი XI მუსულმანი მეფე იყო, ისიც კი თავის ქრისტიან მეომრებს, რომლებიც ავღანეთში ჰყავდა, მეჩეთში არ შეიყვანდა... და ამ ჯარის პატრონებს უნდათ, რომ ღმერთმა დაიფაროს ეს ჯარი და ეს ქვეყანა? და კიდევ კითხვებს სვამენ, რატომ გადმოწიეს საზღვრებიო? რუსეთი კი არა, ყველა გადმოწევს საზღვრებს, თუ ღმერთმა ჩვენზე ხელი აიღო, ყველა გადაგვივლის

დეკანოზი დავით ქვლივიძე ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე თბილისის მეჩეთში მისვლას ეხმაურება.

კომენტარები