ფოკუსი

არჩევნებიდან ერთი წლის თავზე - დაულაგებელი ურთიერთობები რუსეთთან

რატომ ვერ ლაგდება ურთიერთობები რუსეთთან - ქართული ოცნების გამარჯვებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ მცოცავი ანექსია გრძელდება. სოფელ დვანში მოსახლეობისთვის მიცემული ვადა ამოიწურა - მიწები და სახლები, რომელთა დაშლა ადგილობრივებმა ვერ მოასწრეს, საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. რა ვითარებაა დვანში და რას ამბობენ სოფლის მაცხოვრებლები - ტაბულას სპეციალური რეპორტაჟი საოკუპაციო ხაზიდან, სადაც მავთულხლართების გაბმის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

რა ელის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას - მათი უფლებების შესახებ გიორგი ტუღუშს ვესაუბრებით. რამდენად ეფექტურია ხელისუფლების პასუხი და რას ითხოვს ოპოზიცია - უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ტაბულას ეთერში , გადაცემაში ფოკუსი.

კომენტარები