საზოგადოებრივი კავშირის "დროა" წევრებმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკში მდებარე ბიზნესცენტრთან მავთულხართები გაშალეს რუსეთის დროშასთან ერთად. ისინი ამ ფორმით საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკაშირებით.
"დროა, ოკუპაციამ შეაწუხოს პრემიერი და მთავრობაც", - ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი ლოზუნგი. პრემიერის ბიზნესცენტრთან მობილიზებულია რამდენიმე ათეული პოლიციელი.