Infected Mushroom

მოსკოვში Infected Mushroom-ის კონცერტი სპეცრაზმმა ჩაშალა

www.talenthouse.com

ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის (ФСКН) სპეცრაზმმა და მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა (ОМОН) მოსკოვში Infected Mushroom-ის კონცერტი შეწყვიტა.

მეოთხე კომპოზიციის შესრულებისას სცენაზე სპეცრაზმი შემოვიდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჯგუფს გამოსვლა შეაჩერებინა და კულისებში წაიყვანა. ხოლო ისინი, ვინც მოედნის დატოვებას ცდილობდნენ, დააკავეს.

დაახლოებით 10 წუთში ოფიციალურმა პირმა გამოაცხადა, რომ ტარდება ანტინარკოტიკული ოპერაცია. კონცერტი აღარ განახლებულა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს თბილისში, დინამო არენაზე გამართულ Tbilisi Open Air-ზე ჯგუფმა Infected Mushroom დაუკრა.

კომენტარები