NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 58% რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელაც არ ესწრება

სამება
wikipedia.org

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, რამდენად ხშირად ესწრებიან რელიგიურ მსახურებას - გამოკითხულთა 18% პასუხობს, რომ კვირაში ერთზე მეტჯერ. 23% კი თვეში ერთხელ მაინც დადის რელიგიურ მსახურებაზე, 21% - მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებზე, ხოლო 27% - უფრო იშვიათად. 10 პროცენტი - არასოდეს.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები