ქართული პროფკავშირები

პროფკავშირების დელეგატებს ყრილობაზე არ უშვებდნენ

ნინო თარხნიშვილი / RFE/RL

ქობულეთში, პროფკავშირების ყრილობის დაწყებამდე, ინციდენტი მოხდა. მოძრაობა სოლიდარობა 2-ის წევრები დელეგატებს სასტუმრო "ჯორჯია პალასში" შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი ყრილობაზე პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის დასწრებას აპროტესტებდნენ. ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავად პეტრიაშვილი ინციდენტს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

"ხალხი, რომელსაც თითი თითზე არ დაუდევს და არიან განუვითარებელი ემბრიონები, არ აქვს მნიშვნელობა, აქციას გამართავენ თუ პროფკავშირებს ჩამოაყალიბებენ. მათი ბოლო არის იქ, სადაც არიან, ქუჩაში" - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

პროფკავშირების რიგით 12-ე ყრილობა ქობულეთში გუშინ გაიხსნა. პროფკავშირების ინფორმაციით, ღონისძიებას 32 ქვეყნის პროფკავშირების 45 წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის ბრაზილიიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.

 

კომენტარები