პოლიტიკური დებატები

პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება. თარიღი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. პოლიტიკურ დებატებს საპარლამენტო უმცირესობა ეკონომიკურ საკითხებზე ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მან ამ თემაზე უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან ისაუბრა. როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, ბაქრაძე დებატებს 20 სექტემბრისთვის ითხოვდა.

"შევთანხმდით, რომ დებატები გაიმართება, მაგრამ არა მაინცდამაინც 20 სექტემბერს. თარიღი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ ხელისუფლებას ეკონომიკის გასაჯანსაღებლად თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები