დავით პაიჭაძის განცხადება

პაიჭაძე და კვესიტაძე თამაზ ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

გადაცემის "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" ავტორმა, დავით პაიჭაძემ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ემზარ გოგუაძეს თხოვნით მიმართა, უზრუნველყოს მისი და ეკა კვესიტაძის შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ ტყემალაძესთან. პაიჭაძის თქმით, მოთხოვნა განპირობებულია იმ გაურკვევლობით, რომელიც რამდენიმე კვირაა მათი გადაცემის გარშემო გრძელდება.

"მაუწყებლის ხელმძღვანელობა პერიოდულად, სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბრისას, ავრცელებს ინფორმაციას ხსენებული ორი გადაცემის შესახებ და, ამავე დროს, არ გვხვდება გადაცემის ავტორებს სამომავლო განზრახვებზე, შეთავაზებებსა თუ გადაწყვეტილებებზე სალაპარაკოდ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე მიუკერძოებლად ვერ შეძლებენ გადაცემათა წაყვანას და ამ მიდგომას საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაცემების დახურვის შესახებ. გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჩვენს შეხვედრას, რათა საჯაროდ წარმოჩინდეს ის არგუმენტები და შეკითხვები, რაც ჩვენ გვაქვს ბატონ ტყემალაძესთან", - ნათქვამია დავით პაიჭაძის განცხადებაში.

დავით პაიჭაძემ განცხადება თავის Facebook გვერდზე გაავრცელა და მას უცვლელი სახით გთავაზობთ. 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს
ბატონ ემზარ გოგუაძეს
ამავე მაუწყებლის წამყვანების
ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ემზარ, მოგმართავთ, რათა სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, პარასკევს, 20 სექტემბერს, უზრუნველყოთ ჩვენი დასწრება და შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამაზ ტყემალაძესთან. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ჩვენს გადაცემებთან („აქცენტები“ და „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“) დაკავშირებული გაურკვევლობა რამდენიმე კვირაა გრძელდება. მაუწყებლის ხელმძღვანელობა პერიოდულად, სხვადასხვა მედია საშუალებასთან საუბრისას ავრცელებს ინფორმაციას ხსენებული ორი გადაცემის შესახებ და ამავე დროს არ გვხვდება გადაცემის ავტორებს სამომავლო განზრახვებზე, შეთავაზებებსა თუ გადაწყვეტილებებზე სალაპარაკოდ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე მიუკერძებლად ვერ შეძლებენ გადაცემათა წაყვანას და ამ მიდგომას საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაცემების დახურვის შესახებ. გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჩვენს შეხვედრას, რათა საჯაროდ წარმოჩინდეს ის არგუმენტები და შეკითხვები, რაც ჩვენ გვაქვს ბატონ ტყემალაძესთან.

პატივისცემით,
ეკა კვესიტაძე
დავით პაიჭაძე
17 სექტემბერი, 2013 წ.

კომენტარები