ინტერფრაქციული ჯგუფი

ქუცნაშვილი: თავისუფალ არჩევნებს არათავისუფალი მედიით ვერ მივაღწევთ

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი ცესკოს არჩევნების დღეს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების წინადადებით მიმართავს. საუბარია საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკოს მიერ გამოცემულ იმ დადგენილებაზე, რომელიც მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის შენობაში გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის, გადაადგილების თვალსაზრისით.

როგორც ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომის დაწყების წინ ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ამოცანაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რასაც არათავისუფალი მედიით ვერ მიაღწევენ. ინტერფრაქციული ჯგუფი ასევე განიხილავს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, უბნების სიდიდის გამო, გადასატანი ყუთი არ იფუნქციონირებს.

ინტერფრაქციული ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელი თამარ ჟვანიაც ესწრება.

კომენტარები