ევაკუცია

ბომბთან დაკავშირებული ცრუ შეტყობინების ოთხი ავტორიდან სამი - არასრულწლოვანია

RFE/RL

შსს-მ აეროპორტთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი დაადგინა. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაარკვიეს, რომ 112-ში სამტრედიაში მცხოვრებმა, 2001 წელს დაბადებულმა გიორგი შ-მ დარეკა. მოზარდი სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მშობლებთან ერთად დაკითხეს, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

შსს-ს ინფორმაციითვე, ტელეკომპანია იმედში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ორივე ავტორი არასრულწლოვანია.

"ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ 13:35 საათზე განხორციელებული ზარის ავტორი მარტვილის რაიონში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული ანდრია კ-ა. სამართალდამცველებმა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. რაც შეეხება 17:03 საათზე განხორციელებული ზარის ავტორს, ის თერჯოლის რაიონში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნიკოლოზ ა-ა. მოზარდი თერჯოლის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

გუშინ, ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-სა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. გამნაღმველები ანონომური ზარის საფუძველზე, ბომბს ეზებდნენ. ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არცერთ შენობაში არ დადასტურდა. 

 

კომენტარები