რუსეთი

ბრეჟნევის პოლიტბიუროს წევრი მოსკოვის სენატორი ხდება

ფედერაციის საბჭოში მოსკოვის მერის ახალი წარმომადგენელი სახელმწიფო დუმის უხუცესი წევრი, ცკ-ის ექსმდივანი და 80-იან წლებში პოლიტბიუროს წევრი, 88 წლის ვლადიმირ დოლგიხი იქნება. ამის შესახებ ვედომოსტი ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

88 წლის ვლადიმირ დოლგიხი ორგზის სოციალისტური შრომის გმირია, ჯერ რაიკომის პირველი მდივანი იყო, შემდეგ ცკ-ის მდივანი, ხოლო 1982-88 წლებში პოლიტბიუროს წევრი. 2011 წელს ის მეექვსე მოწვევის პარლამენტარი გახდა და როგორც უხუცესმა წევრმა, პირველი სესიაც გახსნა.

ვედომოსტის მიხედვით, სერგეი სობიანინის პრესსამსახური დოლგიხის კანდიდატურაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ სენატორის ვინაობა მხოლოდ ინაუგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები