ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია

დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბს ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბს თსუ-ს ყოფილი რექტორი და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს.

"ჩემი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე კვიტაშვილი იქნება. ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია  თავისი კომპეტენტურობით, რეპუტაციით, სიმშვიდით, ცოდნით. მას შეუძლია განსხვავებული აზრის მქონე ხალხის გაერთიანება. სწორედ ესაა ჩვენი კამპანიის ძირითადი ღერძი, ადამიანების გაერთიანება და არა გათიშვა, კომპეტენტურობა და არა პოპულიზმი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ალექსანდრე კვიტაშვილს მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების შენარჩუნების გარანტია.

"დავით ბაქრაძე გამოცდილი პოლიტიკოსია. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია, ნებისმიერი კატეგორიის პოლიტიკოსთან გამონახოს საერთო ენა და, რაც მთავარია, იყოს მომავალში საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების შენარჩუნების გარანტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს წვლილს შევიტან მის საარჩევნო კამპანიაში", - აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

კომენტარები