ამ საკითხზე ჩემი განმარტება იყო ასეთი, რომ თუ ეს კარგი იქნება, უკეთესი იქნება ჩემი ქვეყნისთვის–რატომაც არა?! ამის შემდგომ განმარტებები საჭირო აღარ არის. როცა სტრატეგიაში აცხადებ, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცეა შენი ქვეყნის სტრატეგია და ამაში ხედავ შენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. როცა ამის შემდგომ გეკითხებიან – შენ აპირებ რაღაც კავშირში გაერთიანებას?! მე ვპასუხობ –თუ ეს კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის რატომაც არა?! ნორმალური ადამიანისთვის ამას განმარტება აღარ სჭირდება. რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიები, ეს შეკითხვა არავის არ გაუჩნდებოდა, არც ერთ საელჩოს და ჟურნალისტს. ასე ცხოვრობდნენ და აცხოვრებდნენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში. უნიჭოება იმაში კი არ არის ბოკერიასი, რომ ეს ვერ გაიგო, არ გაიგო და ეს კიდევ დიდი უნიჭობაა, რომ არ გაიგო
ივანიშვილი: ბოკერია უნიჭოა
tbl.ge/nbv
დაკოპირდა

ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ გამოთქმული მოსაზრება საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ლატვიაში, სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას, ამგვარად განმარტა.




