გიგა ბოკერიას განცხადება

გიგა ბოკერია: იმედია საქართველოში საგანგაშო პროცესები შეჩერდება

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ საქართველოში მიმდინარე "საგანგაშო პროცესები" შეჩერდება და  ვილნიუსის სამიტის შედეგებზე გავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ  ლატვიის დედაქალაქ რიგაში განუცხადა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში - "აღმოსავლეთის პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე, გასავლელი გზა".

”იმედია, ის ძალიან საგანგაშო პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ვგულისხმობ: პოლიტიკურ რეპრესიებს მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გენერალური მდივნის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას, აქტივისტების მუდმივ დაკითხვებს, დაუსჯელ ძალადობას, პრემიერის სკანდალურ განცხადებას ევრაზიულ კავშირზე შეჩერდება, შემოტრიალდება და ხელს არ შეუშლის საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ჩვენ ყველა მოწადინებული ვართ, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იყოს" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კონფერენციას ლატვიაში გიგა ბოკერიას გარდა, ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მაია ფანჯიკიძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი პერტაია და ალექსი პეტრიაშვილი დაესწრებიან.

 

კომენტარები