მე არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან უნდა წასვლა. მე მაქვს ჩემი არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მიიღოს მან ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მე მექნება საუბარი პრემიერთან, გავუზიარებ ჩემს არგუმენტებს და მის გადარწმუნებას ყველანაირად ვეცდები. თუმცა, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ესეც არ იქნება ტრაგედია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ პიროვნების როლი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. ამიტომ სასურველია, ის პოლიტიკაში დარჩეს
ქუცნაშვილი: თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, არ იქნება ტრაგედია
tbl.ge/yle
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ჯორჯიან თაიმსის პრესკლუბში პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.




