პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 238 მსჯავრდებული შეიწყალა.
23 აგვისტოს შეწყალების კომისიამ 500 პატიმრის საქმე განიხილა. დადებითი რეკომენდაცია კი 217-ზე გასცა. ასევე გათავისუფლდა ორი არასრულწლოვანი, ერთს მსჯავრი გაუნახევრდა. გათავისუფლდა 6 ქალბატონი, შვიდს სასჯელი გაუნახევრდა.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი გაუუქმდებათ.
შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებენ.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


