მენინგის საქმე

ბრედლი მენინგს სქესის შეცვლა სურს

Reuters

Wikileaks-ის ინფორმატორი, ამერიკის არმიის 25 წლის რიგითი ბრედლი მენინგი, რომელიც აშშ-ის სამხედრო სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო, აცხადებს, რომ სქესის შეცვლა სურს. "მე ჩელსი მენინგი ვარ, მე ქალი ვარ", - ნათქვამია მის განცხადებაში, რომელიც ამერიკულმა ტელეარხმა NBC-მ გაავრცელა. მსჯავრდებული სამხედრო აცხადებს, რომ მთელი ცხოვრება თავს ქალად გრძნობს და ჰორმონალური თერაპიის  რაც შეიძლება სწრაფად დაწყება სურს. მისი ადვოკატი კი იმედს გამოთქვამს, რომ ციხეში ამისთვის შესაბამის პირობებს უზრუნველყოფენ.

სასამართლო განხილვის დროს, მენინგის გენდერული თვითიდენტიფიცირების საკითხი ბრალდებულის ადვოკატებმა დააყენეს - მათი აზრით, ამ ფაქტორს მის ფსიქოლოგიურ მდგომარებაზე და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეეძლო.

პრესაში გამოქვეყნდა 2010 წელს გადაღებული ფოტოსურათიც, რომელშიც ბრედლი მენინგს გარეგნობა აქვს შეცვლილი, რათა ქალს დაემსგავსოს.
21 აგვისტოს სასამართლომ მენინგს 20 მუხლით, მათ შორის, ჯაშუშობისთვის, 35 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები