საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ირაკლი ალასანია ჩაკ ჰეიგელს შეხვდა

facebook.com/mod.gov.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, მისმა კოლეგამ ჩაკ ჰეიგელმა მიიღო. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.  

ჩაკ ჰეიგელმა მადლობა გადაუხადა ალასანიას ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის და მათ მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. თავდაცვის მდივანმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას, გაზარდოს სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, "რადგან ასეთი ქმედებები თავდაცვის რეფორმის გზით დემოკრატიული პროგრესის ძლიერი მაგალითია", - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე.  

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას.

"5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი პენტაგონში თავდაცვის მდივანმა მიიღო. ირაკლი ალასანია ჩაკ ჰეიგელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შეთანხმდა, რომ ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - ნათქვამია პრესრელიზში.

 

კომენტარები