ტელეკომპანია მეცხრე არხი

მეცხრე არხი შესაძლოა სექტემბრიდან დაიხუროს

მეცხრე არხი

ტელეკომპანია მე-9 არხი შესაძლოა დაიხუროს. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გაავრცელეს ცნობა დღეს ტელეკომპანიაში ჩატარებული თათბირის შესახებ. მათი ინფორმაციით, ტელეკომპანია სექტემბერში დაიხურება. 

როგორც ცნობილი გახდა, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ლუბა ელიაშვილმა თათბირი ჩაატარა და მათ უთხრა, რომ 10 თვეა ახალ მფლობელს ეძებდნენ, მაგრამ ეს გაყიდვა ვერ მოხერხდა, ამიტომ არხის დახურვა გადაწყდა.

სავარაუდოდ, დღესვე ლუბა ელიაშვილი განცხადებას გაავრცელებს. შესაძლოა განცხადება პრემიერმა ივანიშვილმაც გააკეთოს.

მეცხრე არხის შესაძლო დახურვაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ს კომენტარი მისცა:

"საქართველოში რაც მეტი არხი იქნება, მე ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემ დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი, რაც გაიხსნა. ჩემ დროს გაიხსნა მე-9 არხი, მაესტრო, როგორც პოლიტიკური მაუწყებელი. გაიხსნა 25-ე არხი და სხვა რეგიონალური მაუწყებელი. ჩვენ დროს გაიხსნა ასობით ახალი გაზეთი. ჩვენ დროს, მიუხედავად იმისა ვინ რას ლაპარაკობდა, იხსნებოდა გაზეთები და რეგიონალური ტელევიზიები. მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში სამი არხი იყო. იმედი, რუსთავი და პირველი არხი. ახლა არის რამდენიმე ათეული. რაც უფრო მეტი იქნება, უფრო ბევრ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. უფრო მეტ არასწორ ინფორმაციას შედარებს ერთმანეთს და აარჩევს სწორს", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები