საპარლამენტო უმრავლესობა

ბერძენიშვილი: მინისტრის გარეშე ციხეში დანაშაული სისტემურად ვერ იქცეოდა

ლევან ბერძენიშვილი
epn.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი მედიასთან საუბარში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მოწმის სტატუსით პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემურად ვერ იქცეოდა მინისტრის გარეშე.

"აქ არის ორი ვერსია: ან მინისტრები ხელმძღვანელობდნენ ამ დანაშაულს და აშენებდნენ მას, ან იმდენად უნიათონი იყვნენ, რომ ამას სხვები აკეთებდნენ, რასაც ხელს ვერ უშლიდნენ. ორივე დანაშაულია, მაგრამ სხვადასხვანაირი. ვნახოთ რა გამოიკვეთება", - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის განცხადებით, პარლამენტში ამ მიმართულებით საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეა არ განხორციელდა, რადგან ჩაითვალა რომ პროკურატურა საქმეს თავს გაართმევს. მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაიას დაკითხვასაც გეგმავენ.

კომენტარები