თსუ-ს რექტორი

თსუ-ში რექტორს ირჩევენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს ირჩევენ. არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან 13 - ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე - მიიღებს მონაწილეობას. მარინე ჩიტაშვილმა კომისიას კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა. 

საარჩევნო პროცესს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება. 

ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს - შვიდ ხმას მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო შვიდი ხმა, მაშინ მეორე ტურში მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. არჩეული რექტორი უფლებამოსილების შესრულებას აკადემიური საბჭოს მიერ ოქმის დამტკიცების შემდეგ შეუდგება. 

კომენტარები