აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს საელჩო საქართველოში
https://www.facebook.com/tbilisi.usembassy

სამწუხაროა, რომ ზოგიერთებმა გადაწყვიტეს არასწორი ინტერპრეტაცია გაეკეთებინათ ელჩ ნორლანდის სახის გამომეტყველებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლისას ბალკლის ხომალდზე, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ელჩი იღიმებოდა იმის გამო, რომ მისმა ძალისხმევამ, აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაზე, მიზანს ვერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, საელჩოც და ამერიკის საზღვაო ძალებიც, ხომალდზე ვიზიტს ერთმნიშვნელოვნად წარმატებულად მიიჩნევენ, რომელმაც შეგვახსენა, რომ აშშ-ს საქართველოსთან ორმხრივი ვალდებულებების და შავი ზღვრის რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მიმართ მყარი პოზიცია აქვს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

კომენტარები