განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მობილობის პროცესი დაიწყო

განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრი
www.facebook.com/pages/განათლების-ხარისხის-განვითარების-ეროვნული-ცენტრი/158286090908389

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ელენე ჯიბლაძის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში მობილობის პროცესი დაიწყო. სტუდენტებს მობილობით, ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან - მეორეში გადასვლით სარგებლობის შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ ეძლევათ.

ჯიბლაძის თქმით, სტუდენტი ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეს და არჩევანი მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, 11:00 საათიდან, 30 აგვისტოს 24 საათის ჩათვლით, ონლაინრეჟიმში გააკეთოს.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ 5 საგანმანათლებლო პროგრამა. მობილობის კონკურსი სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული სკალირებული ქულის მიხედვით ხორციელდება. მობილობის შედეგები კი მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

"წელს სიახლე გვაქვს მობილობის პროცესში, სტუდენტს, რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით, მიუვა სმს შეტყობინება. დღეისთვის, 64 უმაღლესი სასწავლებლიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, მობილობის პროცესში 5 საგანმანათლებო დაწესებულება არ მონაწილეობს. დარჩენილი 59 უმაღლესიდან ვაკანტური ადგილები გამოაცხადა 52-მა. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობის პროცესში არ მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი", - განაცხადა ელენე ჯიბლაძემ ბრიფინგზე.

2012-2013 წლის საშემოდგომო მობილობის პროცესში გამოცხადდა სულ 9 089 ვაკანტური ადგილი და მონაწილეობა მიიღო 5063 სტუდენტმა. 2013-2014 წლის საშემოდგომო მობილობის პროცესში გამოცხადებულია 7 733 ვაკანტური ადგილი.

კომენტარები