ეს არის რიტორიკა, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური კლასის და პრეზიდენტ პუტინის, მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ მათ უყვართ ქართველი ხალხი, მაგრამ ვერ ეგუებიან საქართველოს სხვადასხვა დროის ხელისუფლებების სწრაფვას თავისუფლებისკენ, სუვერენიტეტისკენ და დასავლეთისკენ. ეს შეიძლება გადაითარგმნოს შემდეგნაირად, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს, ოღონდ სახელმწიფოს გარეშე, როგორც ჩვენი საყვარელი კოლონია. ეს არის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი პოზიცია, არანაირი ილუზიები არ არსებობს, რომ წინა ხელისუფლების კრიტიკით ან რაღაც რიტორიკის შეცვლით შეიძლება შეიცვალოს ფუნდამენტური პრობლემა, რაც არის შეუთავსებლობა რუსეთის ფედერაციის ხედვისა ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან
გიგა ბოკერია: პუტინს ქართველი ხალხი უყვარს, ოღონდ სახელმწიფოს გარეშე
tbl.ge/w8v
დაკოპირდა

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნული განცხადება 12 ივნისს გააკეთა.




