ლევან კორტავას საქმე

არასამთავრობოები ლევან კორტავას საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

www.ambebi.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების შესახებ ისაუბრეს.

"სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები. აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი ცოდნოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გამოძიებამ გეგუთის #14 დაწესებულების ყოფილი დირექტორის მალხაზ სინაურიძის კავშირი აუცილებლად უნდა განიხილოს. ის თანამდებობიდან ლევან კორტავას ინციდენტის შემდეგ გადააყენეს.

არასამთავროების განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ძიება ეფექტურად მიმდინარეობს. ხოლო კორტავას საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდების როლი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

კომენტარები