ფარული ჩანაწერების კომისია

ფარული ჩანაწერები 15 აგვისტომდე განადგურდება

recover-files.ca

"ყველაზე სენსიტიური, მძიმე და ბინძური ჩანაწერი რაც არსებობს, აუცილებლად განადგურდება 15 აგვისტომდე", - განაცხადა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა, გაზეთ რეზონანსის რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა დღეს, 31 ივლისს გაიმართა. მას პირველად ესწრებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც.

ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა და ამჟამად 99 ფაილს შეადგენს. კომისიის წევრი აცხადებს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იგეგმება სპეციალური დებულების მომზადებაც, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს.

"შსს-ში არსებობს უკანონო მასალების ძალიან დიდი არქივი, რომელსაც სჭირდება მართვა. კომისიამ უნდა შეიმუშაოს წესები, თუ რას გააკეთებს ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით", - განაცხადა ტუღუშმა.

კომენტარები