სამაშველო ოპერაცია

შხარაზე ჩარჩენილი პოლონელი მთამსვლელები გადარჩნენ

www.flickr.com

მაშველებმა მწვერვალ შხარაზე ჩარჩენილი პოლონელი მთამსვლელების გადარჩენა მოახერხეს. სამაშველო ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა მესტიის სახანძრო-სამაშველო მუნიციპალუR სამსახურთან ერთად ჩაატარა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის, გიორგი ძაგნიძის განცხადებით, მთამსვლელები შხარაზე სამი დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილი და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ გადაადგილდებოდნენ. მისი თქმით, ალპინისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კომენტარები